მოგესალმებით

სასტუმრო „ეკორესტ ლიკანი პალასი“ მდებარეობს ბორჯომის ყველაზე პრესტიჟულ უბანში - ლიკანში. სასტუმრო ქალაქის ცენტრიდან (მუნიციპალიტეტის შენობიდან) მდებარეობს 700 მეტრის მანძილზე. იგი უშუალოდ ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს.

სასტუმროს გააჩნია: 2 ლუქსი (დუპლექსის ტიპის), 6 სამადგილიანი, 2 ორადგილიანი, 2 ერთადგილიანი ნომრები, 4 ერთსართულიანი და 1 ორსართულიანი კოტეჯი (ისინი მდებარეობენ თვალწარმტაც ბუნებაში), რესტორანი 220 პერსონაზე, 2 ბარი (32 და 16 პერსონაზე), სატრენაჟორო, 2 საკონფერენციო დარბაზი (50 და 20 პერსონაზე), ტერასის ტიპის დასვენების ზონა და 5000 კვ. მ კეთილმოწყობილი ეზო.

სასტუმროს პერსონალი საუბრობს ინგლისურ და რუსულ ენებზე.


კომფორტი